მუსიკალური ტერმინები


დირიჟორი- ეს არის ორკესტრის ხელმძღვანელი, მისი მოვალეობაა გაუძღვეს ორკესტრს, ის აუცილებლად სახით ორკესტრისკენ უნდა იდგეს. მთავარი ატრიბუტი არის ჯოხი, სწორედ მისი საშუალებით ხელმძღვანელობს ორკესტრს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მას არ აქვს ჯოხი.
სიმფონია- არის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც განეკუთვნება ორკესტრს.
იოდლი- ასე უწოდებენ უსიტყვო სიმღერის მანერას. მისთვის დამახასიათებელია ხმოვანი ხმოვანი რეგისტრების სწრაფი ცვლა.
ვირტუოზი- იტალიური სიტყვაა და ,,ღირსეულს” ნიშნავს. ვირტუოზს უწოდებენ ისეთ მუსიკოსს, ვინც უდიდეს ოსტატობას მიაღწევს თავის პროფესიაში. უდიდესი პატივია თითოეული მუსიკოსისათვის ამ სიტყვის დაძახება.
პოლიფონია-ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მრავალხმიანობას. ეს არის რამდენიმე ხმის ერთმანეთთან შეხამება სხვადასხვა სახის მუსიკალურ ნაწარმოებში.
ჰომოფონია არის პოლიფონიის კერძო ტიპი. ჰომოფონიურ ნაწარმოებში მთავარი ერთი ხმაა, დანარჩენი კი მისი თანმხლებები არიან.
ჰარმონია- მუსიკალური ბგერების შეთანხმებული ჟღერადობა.
კანტატა-იტალიური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს სიმღერას. ის შედგება რამდენიმე დასრულებული ნაწილისგან.
რომანსი-ეს არის ვოკალური მუსიკის ერთ-ერთი ჟანრი. რომანსი მცირე ზომის ნაწარმოებია, განკუთვნილია სოლო შესრულებისთვის. ,,რომანსე” ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ლირიკულ-სასიყვარულო ხასიათის სიმღერას.
ინტერვალი-არის მანძილი ორ სხვადასხვა სიმაღლის ბგერას შორის.

დიაპაზონი-არის მანძილი ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ ბგერებს შორის.

No comments:

Post a Comment