ლეგენდარული მუსიკოსები


მუსიკოსები არიან ადამიანები, რომლებიც უკრავენ და ქმნიან მუსიკას. ისტორიის მანძილზე უამრავი მუსიკოსი არსებობდა სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებში, რომელიც დღეს ლეგენდად იქცა.
პირველ რიგში აღსანიშნავია XVIII საუკუნის ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. ის მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და ალბათ სწორედ ამან განაპირობა, რომ 3 წლის ასაკში დაიწყო მუსიკის სწავლა, ხოლო 5 წლის ასაკში უკვე კონცერტებს მართავდა. საქართველოში მოცარტის ნაწარმოებები ძალიან პოპულარულია და ხშირადაც სრულდება. მოცარტი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, რამდენიმე მოსაზრება არსებობს მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული არის ის, რომ იგი მოწამლა კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ.
ასევე გამორჩეულია გერმანელი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. მოცარტის მსგავდა ისიც მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და ადრეულ ასაკში დაეუფლა სხვადასხვა საკრავებს. ბეთჰოვენის მამა ცდილობდა მისი შვილი, მოცარტის მსგავსად, ვუნდერკინდი ყოფილიყო და ამისთვის ძალას არ იშურებდა. ბეთჰოვენის ხელოვანად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვის იოჰან გოტლობ ნეეფეს.
იოჰან სებასტიან ბახი XVII საუკუნის კომპოზოტორია. მისი გვარი ცნობილი იყო მუსიკოსებით. ის მუსიკოსად ჩამოყალიბდა თავისი ძმის დახმარებით, მაგრამ გარდა ამისა არსებობს მოსაზრება, რომ მას ძმა მხოლოდ იმას ასწავლიდან, რაც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ. ამიტომ ბახი ღამ-ღამობით დამოუკიდებლად სწავლობდა სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
მე ასევე გამოვყოფდი ჯგუფ ბითლზს. ეს არის პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი, რომელიც 1960 წელს ჩამოყალიბდა ინგლისში. მიუხედავად იმ დიდი დროისა, რაც მისი ჩამოყალიბების შემდეგ გავიდა, ის დღესაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება მუსიკის ისტორიაში. ბითლზი იყო ერთ-ერთი პირველი იმ ვინც დაიწყო კლიპების გადაღება. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ჯონ ლენონმა თქვა, მათ მუსიკაზე გავლენა ელვის პრესლიმ მოახდინა.
ელვის პრესლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მომღერალი იყო. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ,,როკ-ენ-როლის მეფეს.”
არ შეიძლება არ გამოვყოთ პირველი აზიელი როკ ვარსკვლავი ფრედი მერკური, ბრიტანელი მომღერალი, რომელიც ცნობილი როკ ჯგუფის Queen-ის წევრი იყო. ის დღემდე ინარჩუნებს საუკეთესო მომღერლის სტატუსს მუსიკის ისტორიაში.
აღსანიშნავია ასევე ამერიკელი მუსიკოსი მაიკლ ჯექსონი, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც MJ ან პოპის მეფე. ეს იყო წარმატებული და სკანდალური ფიგურა, რომლის პირადი ცხოვრებაც 40 წლის მანძილზე პოპ-კულტურის ნაწილი იყო. მისი გარდაცვალება 2009 წლის აპრილში გახდა ცნობილი. მართალია კრიმინალური კვალი არ ჩანდა, მაგრამ პოლიციამ მისი გამოძიება საჭიროდ ჩათვალა.
Led zeppelin არის ინგლისური როკ–ჯგუფი, რომელიც 1968 წელს დაარსდა. ის ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ–ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში შევიდა. ჯგუფი დაიშალა 1980 წელს ერთ–ერთი წევრის ჯონ ბონემის სიკვდილის გამო.
Pink Floyd - ინგლისური როკ–ჯგუფია, რომელიც მუსიკის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ეს ჯგუფი იმითაც გამოირჩევა, რომ 1996 წელს შევიდა როკ–ენ–როლის დიდების დარბაზში (მუზეუმი, რომელიც ოჰაიოში, ერის ტბის სანაპიროზე. ეს მუზეუმი გვინახავს ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მუსიკოსების ისტორიებს.
არ შემიძლია არ გამოვყო ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი და წარმატებული მომღერალი ბრაიან ადამსი. ის არის ცნობილი კანადელი როკ–მუსიკოსი. მან მუსიკალური კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება. პოპულარულ მუსიკაში შეტანილი წვლილის გამო ის დაჯილდოვებულია კანადისა და ბრიტანული კოლუმბიის ორდენებით.



წყარო
წყარო 2

No comments:

Post a Comment