მუსიკის ზემოქმედება ფლორასა და ფაუნაზე


ცნობილი ფაქტია, რომ მუსიკა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ცხოველებზე, ფრინველებზე, ქვეწარმავლებსა და მწერებზე.
ძაღლებს არაჩვეულებრივი სმენა აქვთ. როდესაც ისინი ვიოლინოს, ფლეიტის, საყვირის ან სხვა საკრავის ხმას იგებენ, ყმუილით რეაგირებენ მასზე. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ძაღლს მეტისმეტად აქვს განვითარებული სმენა, მას ესმის როგორც ძირითადი ტონები, ისე უნტერ და ობერტონები. ეს კი მტკივნეულად მოქმედებს მათ სმენით ორგანოსა და ნერვულ სისტემაზე.
სპილოები ცხოველთა შორის ყველაზე გონიერები არიან. ისინი სათანადო რეაგირებას ახდენენ მუსიკაზე. ისინი ძაღლების მსგავსად განასხვავებენ ტონალობებს.
ადამიანებს შეუნიშნავი არ დარჩენიათ ის ფაქტი, რომ ცხვრები ადვილად ითვისებენ საკვებს და თავსაც მშვიდად გრძნობენ მაშინ, როცა მწყემსის სალამურის ხმა ესმით. ცნობილი ფაქტია, რომ ცხენებს აღაგზნებს სპილენძის ჩასაბერი საკრავები, დოლზე დაკვრა და საყვირის სიგნალები. დამტკიცებულია გველების უდიდესი ინტერესი მუსიკისადმი, არც ჩიტებს აკლიათ მუსიკის სიყვარული, ზოგიერთი მათგანი მათ “გადმოღებასაც” კი ცდილობს.

ეს მაგალითები დაგვეხმარება იმაში დასარწმუნებლად, რომ მუსიკის ძალა უდიდესია. ამ შემთხვევაში ზედმეტია ლაპარაკი ცხოველების მიერ მუსიკის, როგორც მხატვრული მოვლენის აღქმაზე. მუსიკა გავლენას ახდენს ცხოველებზე მათთვის უჩვეულო ჟღერადობით, რიტმით და ორიგინალური ტემბრით. ეს თვისება ხელოვნების ყველა სახეობათა შორის, მხოლოს მუსიკას გააჩნია!

No comments:

Post a Comment