მუსიკალური ფესტივალები



Live Earth-ეს არის პოპ და როკ-მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი. მისი დამაარსებელი არის ცნობილი პროდიუსერი Kevin Wall, ფესტივალი 2007 წელს გაიმართა 7 კონტინენტზე Kevin Wall-ის და ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის Albert (Al) Gore-ს პარტნიორობით. ამ ფესტივალის მიზანი იყო ხალხს მიექცია ყურადღება გარემოსთვის, რადგან ადამიანს უდიდესი როლი მიუძღვის გლობალური დათბობის პრობლემაში. Live Earth იკვლევს მიზნის მიღწევის საშუალებებს ამ სფეროში. Live Earth მიიჩნევს, რომ საჭიროა ინტეგრირებული ღონისძიებები ამ პრობლემის გადასაჭრელად. ( წყარო 1 წყარო 2)
Glastonbury Festivals-ეს არის უდიდესი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც იმართება ღია ცის ქვეშ. პირველი ფესტივალი ჩატარდა 1970 წელს, ცნობილი ამერიკელი გიტარისტის Jimi Hendrix-ის გარდაცვალების შემდეგ. ფესტივალს დაესწრო 1500 ადამიანი. ამ ფესტივალის დამაარსებელი იყო Michael Eavis. გარდა მუსიკისა, ფესტივალი მოიცავს ცეკვას, თეატრალურ წარმოდგენებს, კაბარეს… 2014 წელს ფესტივალი გაიმართება 25-დან 29 ივნისის ჩათვლით. ( წყარო 1 წყარო 2 )
Salzburger Festspiele-ყოველ ზაფხულს იმართება ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში. მაყურებელს, საკონცერტო ნომრებთან ერთად,შეუძლია იხილოს საოპერო და დრამატული სპექტაკლები. წარმოდგენები დიდ საფესტივალო დარბაზში იმართება. პირველად სწორედ ამ ფესტივალზე დაიდგა მ.მუსორგსკის ოპერა ,,ბორის გოდუნოვი.” წყარო
Mardi Gras-ამ ფესტივალის გამართვა დამოკიდებულია აღდგომის თარიღზე. ტარდება ქრისტიანული მარხვის ლიტურგიის დაწყებამდე. პაპმა გრეგორი XIII-მ მარდი გრა ქრისტიანულ დღესასწაულად აქცია. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამერიკაში მარდი გრას ფესტივალი პირველად 1699 წლის 3 მარტს გაიმართა.(წყარო1 წყარო 2)
Максидром-ეს არის რუსული ფესტივალი, რომელიც იმართება ყოველწლიურად. პირველი ფესტივალი ჩატარდა 1995 წლის 13 მაისს. ამ ფესტივალის მასშტაბის გაზრდაზე იზრუნა რადიო MAXIMUM-მა. ამ ფესტივალმა გააერთიანა იმ დროის ყველა პოპულარული ჯგუფი. წყარო

Dance Valley- არის საცეკვაო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც პირველად 1995 წელს გაიმართა ნიდერლანდებში. დაესწრო 8000 ადამიანი, ყოველწლიურად იზრდება როგორც ფესტივალის ხანგრძლივობა, ისე დამსწრეთა რაოდენობა. უამრავი ცნობილი და ნაკლებად ცნობილი DJ იღებს მონაწილეობას ამ ფესტივალში ყოველწლიურად. ესენი არიან: Carl Cox, Derrik May, Paul van Dyk, Tiesto და ა.შ წყარო

No comments:

Post a Comment